ავტორიზაცია

ორი კლუბი, რომელსაც გერმანული მედიის ცნობით ტოლისოს უფასოდ დამატება შესთავაზეს

ორი კლუბი, რომელსაც გერმანული მედიის ცნობით ტოლისოს უფასოდ დამატება შესთავაზეს
თარიღი 18 ნოე 2021, 14:27

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, კორანტენ ტოლისომ საეჭვოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ასე და ამგვარად, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ 27 წლის ფრანგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემები წერენ, ტოლისოს აგენტებმა ფეხბურთელის ზაფხულში უფასოდ დამატება ორ კლუბს შესთავაზეს - "ტოტენჰემსა" და "ინტერს".

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ წინადადებასთან დაკავშირებით ლონდონური და მილანური კლუბების ხელმძღვანელებს.

მიმდინარე სეზონში ტოლისომ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.