ავტორიზაცია

რას ფიქრობს ხავი დემბელეზე და რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით?

რას ფიქრობს ხავი დემბელეზე და რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით?
თარიღი 18 ნოე 2021, 14:46

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი გუნდის გარემარბს, უსმან დემბელეს ძალიან აფასებს.

კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგს თავისი პროექტის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ განიხილავს, წერს გავლენიანიესპანური გამოცემა AS-ი.

ცოტა ხნის წინ, ხავიმ დემბელეს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის პრიორიტეტია.

24 წლის ფეხბურთელის გარემოცვაში აღნიშნავენ, რომ უსმანი 41 წლის სპეციალისტის სიტყვებით მოხარულია, რადგან "ბარსას" მწვრთნელისგან მსგავს სიტყვებს დიდი ხანი ელოდა.

ნოემბრის დასაწყისში დემბელემ ამ სეზონში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა, იგი მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კიევის "დინამოსთან" (1:0) გამართულ მატჩში ვიხილეთ.