ავტორიზაცია

როცა შენთვის იტალიური და ესპანური გრანდები იბრძვიან — არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირი ევროპაში?

როცა შენთვის იტალიური და ესპანური გრანდები იბრძვიან — არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირი ევროპაში?
თარიღი 18 ნოე 2021, 14:52

"რივერ პლეიტის" ახალგაზრდა თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს თვალი ლა ლიგის ტოპ-კლუბებმა დაადგეს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA წერს, 21 წლის ფეხბურთელს "რეალი" აკვირდება. "ბლანკოსი" მის შეძენას ეცდება, თუ ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს.

აგრეთვე, არგენტინელთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა "ატლეტიკომაც".

აქამდე გავრცელებული ცნობით, ალვარესისადმი ყურადღებას "იუვენტუსი" და "მილანიც" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ალვარესმა "რივერის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. იგი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.