ოდრიოსოლა: "პირველი ფეხბურთელი, რომელიც რეალმა რონალდუს წასვლის შემდეგ იყიდა, მე ვიყავი"

"რეალის" მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ, რომელიც ამჟამად იჯარით "ფიორენტინაში" ირიცხება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
– "რეალში" 2018 წელს გადახვედი, როცა რონალდუ წავიდა.
"რეალი" კრიშტიანუს გარეშე ვერ წარმომედგინა. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მისი წასვლის შემდეგ პირველი მე მიყიდეს. ყოველთვის ჩემი კუმირი იყო: ყოველდღიური მუშაობის, პროფესიონალიზსმის თვალსაზრისით".
"რეალის" ბაზაზე ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვის, რომ ყველაზე დიდი პროფესიონალი იყო, ვინც კი ოდესმე უნახავს. ის არის მაგალითი, რომელსაც ახალგაზრდებმა უნდა მიბაძონ".
"კრიშტიანუს წასვლის შემდეგ შესამჩნევი გახდა, რომ გუნდს მისი გოლები დააკლდა, მაგრამ გუნდი ჩაირთო. მაგრამ ბიჭი, რომელიც სეზონში 50 გოლს იტანს, ყოველთვის დაგაკლდება", - ციტირებს ოდრიოსოლას სიტყვებს AS.