"ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება", - რობერტო მარტინესი რეალში აზარის მდგომარეობას აფასებს
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა თავდამსხმელ ედენ აზარის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"სამედიცინო თვალსაზრისით, ედენ აზარს ახლა საუკეთესო პერიოდი აქვს "რეალში" გადასვლის შემდეგ, მაგრამ მოწყენილია".
"ედენი ლიდერია, მაგრამ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Cope.
30 წლის ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში მადრიდული გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, აზარი "რეალის" რიგებში 2019 წლის ზაფხულში "ჩელსიდან" 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.