ავტორიზაცია

"მისი გამარჯვება ფეხბურთისთვის ტრიუმფი იქნებოდა", - ოდრიოსოლამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

"მისი გამარჯვება ფეხბურთისთვის ტრიუმფი იქნებოდა", - ოდრიოსოლამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 18 ნოე 2021, 15:20

"რეალის" მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ, რომელიც ამჟამად იჯარით "ფიორენტინაში" ირიცხება, "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა.

25 წლის ესპანელი უკანახაზელის განცხადებით, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მადრიდული გრანდის თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას ეკუთვნის.

"ბენზემას გამარჯვება ფეხბურთისთვის ტრიუმფი იქნებოდა, რადგან "ოქროს ბურთი" არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გასული წლების გამოც დაიმსახურა, როცა ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა".

"გარდა ამისა, შესანიშნავი ადამიანია. ბევრი გადაიტანა და ყოველთვის მუშაობდა, იბრძოდა. ასე რომ, ჩემ ხმას მას ვაძლევ", - ციტირებს ოდრიოსოლას სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.