"ასე ახსნა თავისი უარი", - ვან გაალმა განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა 2015 წელს მიულერი მანჩესტერში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ჩაიშალა 2015 წელს "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ტომას მიულერის ტრანსფერი.
"ტრანსფერი შესაძლებელი იქნებოდა, მისი ცოლი საზღვარგარეთ გადასვლისთვის მზად რომ ყოფილიყო. ტომასმა სწორედ ასე ახსნა თავისი უარი", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Bild.
"2014 წელს, "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა წინადადებაზე უარი ეთქვა", - დასძინა ვან გაალმა.
ცნობისთვის, მიულერს "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.