ავტორიზაცია

გამდიდრებული ნიუკასლი იანვარში სერია ა-დან 3 ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს

გამდიდრებული ნიუკასლი იანვარში სერია ა-დან 3 ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს
თარიღი 18 ნოე 2021, 15:55

"ნიუკასლი" "ინტერის" მცველ სტეფან დე ვრეით, ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩით, აგრეთვე "ლაციოს" გოლკიპერ ტომას სტრაკოშათი ინტერესდება, წერს The Times.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ინგლისური კლუბი ზემოთნახსენები სამივე ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება.

მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, "ნიუკასლი" საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) 300 მილიონ ფუნტად იყიდა.

"კაჭკაჭებს" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავთ, რომლებსაც დიდი გეგმები აქვთ და გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობენ.

ამ დროისთვის, "ნიუკასლი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 5 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.