ავტორიზაცია

მანჩესტერის 3 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას ნიუკასლი ეცდება

მანჩესტერის 3 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას ნიუკასლი ეცდება
თარიღი 17 ნოე 2021, 20:38

Mirror-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთბაშად სამი ფეხბურთელი "ნიუკასლ იუნაიტედის" სატრანსფერო სიაში აღმოჩნდა. "კაჭკაჭებთა" ინტერესთა სფეროში მოექცნენ შემდეგი მოთამაშეები:

ჯესი ლინგარდი, დონი ვან დე ბეკი და დინ ჰენდერსონი. გავრცელებული ინფორმაციით, "შავ-თეთრების" უმთავრესი სამიზნე მაინც ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი იქნება.

"ჯორდების" ხელმძღვანელობა "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელების გადმოსაბირებლად გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ედი ჰაუს დაახლოებით 50 მილიონს გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ "მანკუნიანელთა" ტრიოდან გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არცერთი ფეხბურთელი არ არის. ამის მიზეზი არის ოლე-გუნარ სოლსკიაერის უნდობლობა მათ მიმართ.