ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც კროოსმა გერმანიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩზე უარი განაცხადა

მიზეზი, რის გამოც კროოსმა გერმანიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩზე უარი განაცხადა
თარიღი 18 ნოე 2021, 19:22

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საერთაშორისო სანაკრებო კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა. გერმანელ ფლეიმეიქერს ეროვნულ ნაკრებში საერთო ჯამში 106 მატჩი დაუგროვდა. 

"ბუნდესნაკრები" სთავაზობდა ერთგვარ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას, თუმცა "სამეფო კლუბის" გამთამაშებელმა აღნიშნული ცერემონიალის გამართვაზე უარი განაცხადა.

"ბლანკოსის" რვიანმა ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზით ახსნა. პირველი - 31-წლის ჰავბეკს არ სურდა "რეალის" ვარჯიშის გამოტოვება და ამის გარდა, ის ღონისძიებების მოყვარული არ არის.

აქედან გამომდინარე, "მანშაფტისა" და კროოსის დამშვიდობება მაქსიმალურად მოკრძალებული ფორმით მოხდა. შეგახსენებთ, გერმანელმა შუახაზელმა თავის ნაკრებში 106 ჩატარებულ თამაშში 17 გოლი გაიტანა.