ავტორიზაცია

As-ი მამარდაშვილის შესახებ: "ვალენსიას დარჩა დინამოს ოფისში დარეკვა და ტრანსფერის გაოფიციალურება"

As-ი მამარდაშვილის შესახებ: "ვალენსიას დარჩა დინამოს ოფისში დარეკვა და ტრანსფერის გაოფიციალურება"
თარიღი 18 ნოე 2021, 20:35

ავტორიტეტულ As-ს გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაში ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ არ გამორჩენია. ესპანურმა გამოცემამ ქართველს მორიგი სტატია მიუძღვნა.

"მამარდაშვილი ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჩენილა 22 სექტემბრის შემდეგ, ამ ფაქტმა კი მის განწყობაზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა.

უკანასკნელი სანაკრებო პაუზის შემდეგ კი გიორგიმ კვლავ გაიღიმა. მან ითამაშა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც საქართველომ 3:2 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა იყო ამხანაგური, "ჯვაროსნებისთვის" ეს უბრალო სპარინგზე გაცილებით მეტი იყო. აღსანიშნავია, ქართველ მეკარეს შეეძლო არ ეთამაშა. 

საქმე ისაა, რომ ის თავდაპირველად იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, თუმცა ფედერაციასთან ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, ის ახალგაზრდული გუნდის დასახმარებლად გაუშვეს.

ვალენსია სერიოზულად განიხილავს თავისი ახალგაზრდა გოლკიპერის გამოსყიდვას. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგება პირველ იანვრამდე, კლუბს ის 250 000 ევრო დაუჯდება. 

21-წლის კარის დარაჯის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. "ღამურებს" რჩებათ მხოლოდ ერთი რამ - დინამოს ოფისში დარეკვა", - წერს ესპანური გამოცემა.