ავტორიზაცია

"მამარდაშვილმა სილესენის ზაფხული კოშმარული გახადა", - ნიდერლანდური პრესა ვალენსიას მეკარეებზე წერს

"მამარდაშვილმა სილესენის ზაფხული კოშმარული გახადა", - ნიდერლანდური პრესა ვალენსიას მეკარეებზე წერს
თარიღი 03 ნოე 2021, 20:11

გამოცემა Vi-მ "ვალენსიას" მეკარეებს, გიორგი მამარდაშვილსა და იასპერ სილესენს სიახლე მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ "ღამურების" კარს უკანასკნელ მატჩებში იცავს არა ქართველი, არამედ ჰოლანდიელი.

"სილესენს უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადახდა არაერთი სირთულე, თუმცა ის არასდროს დანებებულა. იასპერმა საფეხბურთო თვალსაზრისით უბრალოდ კოშმარული ზაფხული გამოიარა.

თავდაპირველად ტრავმის გამო მან გამოტოვა ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ კი ვალენსიაში მისი ადგილი მამარდაშვილმა დაიკავა. ნიდერლანდელი მეკარე სეზონის სტარტზე სწორედ თავისი ახალგაზრდა კონკურენტის თამაშის ყურებით იყო დაკავებული.

ის არც ამის შემდეგ გატყდა და გიორგის დაშვებული შეცდომები მან თავის სასიკეთოდ გამოიყენა. "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ყველასთვის კარგად ნაცნობი კიპერი, მისმა კონკურენტმა კი სკამზე გადაინაცვლა".

შეგახსენებთ, ლა ლიგის საწყის ექვს ტურში "მურსელაგოსის" კარს იცავდა სწორედ თბილისის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი მეკარე, რომლის გამოსყიდვა კლუბს დაახლოებით 800 000 ევრო დაუჯდება.

მამარდაშვილი V სილესენი - ვალენსიას რომელი მეკარეა სტატისტიკურად უკეთესი?