ავტორიზაცია

მიიღებს თუ არა შანსს მამარდაშვილი? - AS-ი ქართველი მეკარის შესახებ წერს

მიიღებს თუ არა შანსს მამარდაშვილი? - AS-ი ქართველი მეკარის შესახებ წერს
თარიღი 02 ნოე 2021, 12:21

AS-მა "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანური პრესის მტკიცებით, ქართველი გოლკიპერი "ღამურების" შემადგენლობაში თავის შანსს აუცილებლად მიიღებს.

"ლა ლიგის მიმდინარე სეზონის სტარტზე, მამარდაშვილმა სილესენი დასვა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა დროებით, ვალენსიას კარში კვლავ გამოცდილი კიპერი დგას.

გიორგის გუნდში შემოჭრით, იასპერის პოზიციები შეირყა და ის "ღამურების" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი აღარ არის. ბორდალასი აფასებს ორივეს და ყურადღების გარეშე არცერთს არ ტოვებს.

გუნდის ძირითადში დიდი ალბათობით იქნება კვლავ ნიდერლანდელი მეკარე, თუმცა ქართველი გოლკიპერის გამოჩენაც აგრეთვე ნებისმიერ დროს არის შესაძლებებელი.

"მურსელაგოსის" ახალგაზრდა კარის დარაჯმა ლოდინი უნდა გააგრძელოს, მწვრთნელი მას თავის გამოჩენის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემს", - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 21-წლის მეკარე "ლოს ჩესის" სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის საწყისი ექვსი ტურის განმავლობაში იდგა. უკანასკნელ შვიდ მატჩში კი "მესტალიაზე" მისი კონკურენტი უფრო აქტიურად ჩანს.

მამარდაშვილი V სილესენი - ვალენსიას რომელი მეკარეა სტატისტიკურად უკეთესი?