ავტორიზაცია

მამარდაშვილი V სილესენი - ვალენსიას რომელი მეკარეა სტატისტიკურად უკეთესი?

მამარდაშვილი V სილესენი - ვალენსიას რომელი მეკარეა სტატისტიკურად უკეთესი?
თარიღი 27 ოქტ 2021, 13:52

დღეს, "ვალენსია" ლა ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში "რეალ ბეტისს" ესტუმრება. "ღამურების" კარს უდიდესი ალბათობით კვლავ დაიცავს იასპერ სილესენი და არა გიორგი მამარდაშვილი.

Plazadeportiva-მ გააკეთა ორი მეკარის ერთგვარი სტატისტიკური ანალიზი, რომელმაც აჩვენა, თუ რომელი გოლკიპერია გუნდისთვის უფრო სასარგებლო და შედეგიანი.

ქართველმა კარის დარაჯმა "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში გაუშვა შვიდი გოლი, აქედან ორი მატჩის ჩამთავრება მან მშრალად შეძლო.

საშუალოდ, 21-წლის მეკარე ერთ თამაშში 1.16 გოლს უშვებს. რაც შეეხება ნიდერლანდელ გოლკიპერს, მან "მურსელაგოსის" ძირითადში ჩაატარა ოთხი შეხვედრა, რომელშიც უკვე გაუშვა ექვსი გოლი.

თუ "ლოს ჩეს", 28-ე ნომერი საშუალოდ უშვებს 1.16 ბურთს, მისი კონკურენტის ანგარიშზე 1.5 გოლია. "მესტალიელთა" სასტარტოს ამჟამინდელ წევრს სჭირდება ზედიზედ ორი მატჩის მშრალად ჩატარება იმისთვის, რომ მამარდას სტატისტიკურად გაასწროს ან თუნდაც დაეწიოს.

აქვე დავამატებთ, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ, ხოსე ბორდალასის გუნდი 13 ქულით მე-10 ადგილზეა. როგორც ავღნიშნეთ, დღეს, "ვალენსია" სევილიელებს უპირისპირდება.

ვალენსიას ლეგენდამ მამარდაშვილის თავის გუნდში გადმოყვანა ითხოვა - ესპანური პრესა