ავტორიზაცია

ვალენსიას ლეგენდამ მამარდაშვილის თავის გუნდში გადმოყვანა ითხოვა - ესპანური პრესა

ვალენსიას ლეგენდამ მამარდაშვილის თავის გუნდში გადმოყვანა ითხოვა - ესპანური პრესა
თარიღი 22 ოქტ 2021, 21:53

ლა ლიგის პირველ ექვს ტურში "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ქართველის ადგილი იასპერ სილესენმა დაიკავა.

Deportevalenciano.com-ის მტკიცებით, "ღამურების" ახალგაზრდა მეკარის გარშემო არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა კლუბის ლეგენდა და სარეზერვო გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, მიგელ ანხელ ანგულო.

ესპანელმა დამრიგებელმა 20-წლის გოლკიპერის თაობაზე ხოსე ბორდალასს თხოვნით უკვე მიმართა. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი თანამემამულე.

რაც შეეხება "მურსელაგოსის" B გუნდს, იგივე "ვალენსია მესტალიას", ეს კოლექტივი გამოდის ესპანეთის რანგით მეხუთე დივიზიონში, სადაც ამჟამად პირველ ადგილზეა.

"ლოს ჩეს" მთავარი გუნდი კი ლა ლიგის უახლოეს ტურში საკუთარ კედლებში ეთამაშება "რეალ მალიორკას", ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ გუნდის 28-ე ნომერი კვლავ სკამზე აღმოჩნდება.