ავტორიზაცია

ციფრები: მამარდაშვილი ვალენსიასთვის სილესენზე შედეგიანია - რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი მესტალიადან

ციფრები: მამარდაშვილი ვალენსიასთვის სილესენზე შედეგიანია - რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი მესტალიადან
თარიღი 20 ოქტ 2021, 11:49

VFC Blog-მა ერთმანეთს შეადარა "ვალენსიას" ორი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი და იასპერ სილესენი. აღმოჩნდა, რომ ქართველი გოლკიპერი "ღამურებისთვის" რამდენიმე კომპონენტში ჰოლანდიელზე შედეგიანია.

მაგალითად - "მურსელაგოსის" ახალგაზრდა მეკარის კარში გოლი გადის ყოველი 0.22 დარტყმის შემდეგ, მაშინ, როდესაც მისი გამოცდილი კონკურენტი ბურთს ყოველი 0.29 დარტყმის შემდეგ უშვებს.

ამის გარდა, 32-წლის გოლკიპერთან ერთად, "ლოს ჩეს" მიმდინარე სეზონში ჯერ ერთი შეხვედრაც კი არ მოუგია - ორი ფრე, ერთი წაგება, 20-წლის კარის დარაჯთან ერთად კი იყო სამი მოგება, ერთი დრე და ორი წაგება.

"ვალენსიას" 28-ე ნომერი თავის კონკურენტს ასწრებს Whoscored-ის საშუალო შეფასებითაც - 6.47 სილესენის 6.46-ის წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, რომ მამარდა "ღამურების" ძირითადში სწორედ ბოლო 3 მატჩში არ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მეკარის პოზიციაზე სწორედ ქართველი გოლკიპერი მოხვდა. "ხეტაფესთან" შესრულებული სეივი ესპანეთის ჩემპიონატში სექტემბრის თვეში საუკეთესოდ დასახელდა.