ავტორიზაცია

ჩისკო: "მამარდაშვილი ვალენსიას და საქართველოს ნაკრებს მრავალი წელი გამოადგება"

ჩისკო: "მამარდაშვილი ვალენსიას და საქართველოს ნაკრებს მრავალი წელი გამოადგება"
თარიღი 22 ოქტ 2021, 21:03

თბილისის "დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ესპანელი დამრიგებელი ქართველი მეკარის კარიერას იმედიანად უყურებს:

"მამარდაშვილთან ურთიერთობა დინამოში მქონდა. როდესაც ვმუშაობდი ამ კლუბში, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ამის მიუხედავად, ქართველი მეკარის ძლიერი ხასიათი მალევე შევნიშნე.

მას სჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ასეთ შემთხვევაში ის უმაღლესი დონის გოლკიპერი გახდება. ვფიქრობ, გიორგი ვალენსიასა და საქართველოს ნაკრებს მრავალი წლით გამოადგება.

მთავარია არ ვიჩქაროთ, მას სჭირდება დრო, ზრდისა და განვითარებისთვის. "ღამურების" ბანაკი კი საამისოდ საუკეთესო ადგილია", - განაცხადა ქართული გუნდის ექს-თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ "მურსელაგოსის" კარის დარაჯმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე რამდენიმე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. 20-წლის მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურშიც კი მოხვდა.