ავტორიზაცია

ვიტსელი ცალი ფეხით ახალ გუნდშია - გერმანული პრესა

ვიტსელი ცალი ფეხით ახალ გუნდშია - გერმანული პრესა
თარიღი 18 ნოე 2021, 21:06

Sky Sports Germany-ს ვარაუდით, დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უდიდესი ალბათობით გუნდს გამოიცვლის.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბელგიელი ჰავბეკი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

ვესტფალიური კლუბის ვეტერანი შუახაზელის ტრანსფერის მთავარი ინიციატორია "ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი.

აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა "შავ-ყვითლების" რვიანის დამატების წინააღმდეგი იყო, თუმცა როგორც ჩანს, იტალიელმა სპეციალისტმა უფროსობა დაარწმუნა.