ვან დე ბეკის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ისმის კითხვა - სად?
Fichajes-ის ვარაუდით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავის ამჟამინდელ კლუბს დატოვებს.
ნიდერლანდელი ჰავბეკით ინტერესდება მადრიდის "რეალი", რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ცდილობს თავისი შუახაზის გაახალგაზრდავების პროცესის დაწყებას.
"სამეფო კლუბის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველია. აღსანიშნავია, რომ თავად 24-წლის ჰავბეკი "მანკუნიანელების" დატოვების წინააღმდეგი არ არის.
"მანჩესტერის" 34-ე ნომერი ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელში იქცა ღრმა რეზერვისტად, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ რაღაც რამდენიმე წუთით თუ შემოვა.