ავტორიზაცია

ტრანსფერი, რომელზეც იუვენტუსის ხელმძღვანელობა და ალეგრი ვერ თანხმდებიან

ტრანსფერი, რომელზეც იუვენტუსის ხელმძღვანელობა და ალეგრი ვერ თანხმდებიან
თარიღი 18 ნოე 2021, 22:50

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის შორის ერთგვარი უთანხმოება წარმოიქმნა. 

განხეთქილების მიზეზი არის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრები და ხედვა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ორ სხვადასხვა იდეოლოგიაზე. 

იტალიელ სპეციალისტს "ბებერ ქალბატონში" სურს გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა და მისი ერთ-ერთი სამიზნე არის დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი.

"ბიანკონერის" უფროსობას კი თავის მხრივ სურს, რომ გუნდი იყოს დაკომპლექტებული ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებით და ვეტერან ბელგიელში ფულის გადახდა მათი პრიორიტეტი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული, ნათელი არის მხოლოდ ერთი რამ, ალეგრის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერება მართლაც დასჭირდება.