ავტორიზაცია

რატომ თქვა კლოპმა მანჩესტერის გაწვრთნაზე კატეგორიული უარი?

რატომ თქვა კლოპმა მანჩესტერის გაწვრთნაზე კატეგორიული უარი?
თარიღი 18 ნოე 2021, 23:21

The Athletic-მა გაიხსენა იურგენ კლოპის პრემიერ ლიგაში გადმოსვლის მომენტი. ცნობილი ფაქტია, რომ "ლივერპულის" გარდა, გერმანელი სპეციალისტისთვის "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძოდა.

მერსისაიდული კლუბის ამჟამინდელი ტაქტიკოსი იმ დროს ედ ვუდვარდსაც კი შეხვდა, რომლის ხედვითა და მიზნებით მწვრთნელი აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

უფრო კონკრეტულად კი ინგლისელმა ფუნქციონერმა "წითელ ეშმაკებს" უწოდა "დისნეილენდი დიდებისთვის", რაც კლუბის მეტისმეტ კომერციალიზაციასთან იყო კავშირში.

54-წლის მწვრთნელს არ მოეწონა "მანკუნიანელების" მიდგომა და არჩევანი შეაჩერა "წითლებზე", სადაც მისი აზრით, ფეხბურთი კომერციაზე მეტად იყო წარმოდგენილი.

"სქაუზერებში" გადმოსვლის დღიდან, კლოპმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა, "ოლდ ტრაფორდზე" კი დღემდე არიან ძველი დიდების დამბრუნებელი დამრიგებლის ძიებაში.