ავტორიზაცია

ლივერპული განიხილავს კლოპის შემცვლელს და ეს ჯერარდი არ არის

ლივერპული განიხილავს კლოპის შემცვლელს და ეს ჯერარდი არ არის
თარიღი 18 ნოე 2021, 21:27

ევროპული პრესა იურგენ კლოპის მემკვიდრედ მოიაზრებს სტივენ ჯერარდს. არსებობს მოსაზრება, რომ 2024 წლის შემდეგ, გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულში" სწორედ ინგლისელი შეცვლის.

არსებობს ალტერნატიული ვერსიაც, თითქოს, მერსისაიდელები ბირმინგემის "ასტონ ვილას" ახალ დამრიგებელს მომავალი თავკაცის რანგში სულაც არ განიხილავენ.

"წითლების" ამჟამინდელი ტაქტიკოსის წასვლის შემდეგ, კლუბი მწვრთნელობას შესთავაზებს მის თანაშემწეს, პეპ ლინდერსს, რომელიც უკვე წლებია, რაც ასისტენტად მუშაობს.

"ენფილდზე" მიაჩნიათ, რომ 54-წლის სპეციალისტის საქმის გაგრძელებას ღირსეულად სწორედ ნიდერლანდელი დამრიგებელი შეძლებს. ვნახოთ, რა მოხდება 3 წლის შემდეგ.