ავტორიზაცია

მარკიზიომ სერია ა-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა და იუვენტუსი არ მოიხსენია

მარკიზიომ სერია ა-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა და იუვენტუსი არ მოიხსენია
თარიღი 19 ნოე 2021, 10:21

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ, სერია ა-ს მიმდინარე სეზონის სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„მილანი“, „ნაპოლი“ და „ინტერი“ არიან ფავორიტები, ეს სრული სიმართლეა. ნებისმიერ სხვას ამ სამეულთან ბრძოლა გაუჭირდება, თუ ისინი გააგრძელებენ იმ დონეზე თამაშს, რომელსაც სეზონის პირველ თვეებში აჩვენებდნენ.

ჩემთვის მთავარი ფავორიტი „მილანია“. ეს კლუბი მუდმივად წინ მიიწევს, თუმცა „ინტერს“ უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, „ნაპოლი“ კი ხშირად ისვრის ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცოტა უკლებს.

საერთო ჯამში, მგონია რომ წელს სკუდეტოს „მილანი“ მოიგებს.“ - ციტირებს მარკიზიოს სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „მილანი“ და „ნაპოლი“ 32 ქულით დგანან, მესამეზე „ინტერია“ (25), მარკიზიოს ყოფილი გუნდი კი 18 ქულით მერვე ადგილს იკავებს.