ავტორიზაცია

"არასწორად არ გამიგოთ", - ოუენმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთს მისცემდა

"არასწორად არ გამიგოთ", - ოუენმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთს მისცემდა
თარიღი 19 ნოე 2021, 10:38

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე ისაუბრა.

„წელს ბევრი პრეტენდენტი იქნება. რა თქმა უნდა, რონალდუ და მესი უკვე 10 წელზე მეტია ამ სპორტის სახეობაში დომინირებენ და ამ ტიტულს იგებენ. 

მგონია, რომ ამ სეზონში მესი რონალდუზე მაღლა დგას ოქროს ბურთის მოგების პოტენციალის თვალსაზრისით. მიზეზი - მისი გმირობებია ეროვნულ ნაკრებში.

ვფიქრობ, ლევანდოვსკის არ გაუმართლა, რომ მან ეს ჯილდო კოვიდის წელს ვერ მოიგო. არიან სხვა კანდიდატებიც, არასწორად არ გამიგოთ.

სალაჰს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მან ვერაფერი ვერ მოიგო. ჟორჟინიო მეორე მხრივ, ყველა ტიტულის გამარჯვებული გახდა. რობერტმა ისევ ბუნდესლიგა მოიგო და მისი სტატისტიკა უბრალოდ განმაცვიფრებელია. მე პირადად, ლევანდოვსკის ავირჩევდი.“ - ციტირებს ოუენის სიტყვებს Euronews.

2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულს გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ 29 ნოემბერს გამოავლენს.