ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეინჯერსმა ჯერარდის შემცვლელი დანიშნა

ოფიციალურად: რეინჯერსმა ჯერარდის შემცვლელი დანიშნა
თარიღი 19 ნოე 2021, 10:56

შოტლანდიურმა „რეინჯერსმა“ „ასტონ ვილაში“ წასული სტივენ ჯერარდის შემცვლელი ოფიციალურად დანიშნა.

გლაზგოური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩინური „გუანჯოუ სიტის“ და „ფეიენოორდის“ ყოფილი დამრიგებელი, ჯოვანი ვან ბრონხოსტი გახდა.

„რეინჯერსში“ მწვრთნელად დაბრუნებით მოხარული ვარ. ვგრძნობ, რომ გამიმართლა, რადგან მე ვიმუშავებ შემადგენლობასთან, რომელიც ყველა ხაზში ძალიან ძლიერია. ამ ფეხბურთელებს გამარჯვების გამოცდილება აქვთ.

ამ კლუბში დაწყებული საქმის გაგრძელებით დაინტერესებული ვარ და მოუთმენლად ველოდები. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ამ გუნდის დიდებულ გულშემატკივრებს და ჩვენთვის ახალ ერას დავიწყებ.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.

ვან ბრონხორსტი „რეინჯერსში“ ფეხბურთელის რანგში 1998-2001 წლებში თამაშობდა. 

აღსანიშნავია, რომ სტივენ ჯერარდმა გასულ სეზონში გუნდს 11-წლიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიის ჩემპიონობა მოუტანა, თანაც წაუგებლად.