ავტორიზაცია

ჯერარდი: "ოცნებებში ცუდი არაფერია, მაგრამ ლივერპულს ახლა მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს"

ჯერარდი: "ოცნებებში ცუდი არაფერია, მაგრამ ლივერპულს ახლა მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს"
თარიღი 19 ნოე 2021, 14:50

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ლივერპულსა" და მერსისაიდელთა თავკაცის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.

– კლოპს ესაუბრეთ?

"მასთან კავშირში ვარ, ვაწყდები, როცა ძაღლს ასეირნებს. როგორც მომწერა, მოუთმენლად ელის ჩახუტებას, "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრის დღე რომ დადგება".

– უსამართლოა ის განცხადებები, რომ "ასტონ ვილა" თქვენთვის მხოლოდ ტრამპლინია "ლივერპულში" წასასვლელად?

"ძალიან უსამართლო. არასოდეს ვიტყვი, ეს ტრამპლინია თქო. ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყეა ამ თანამდებობის დაკავება, 100 პროცენტით და კიდევ უფრო მეტით დავიხარჯები".

"ოცნებებსა და მოლოდინებში ცუდი არაფერია, თუმცა "ლივერპულს" ახლა მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს. ახლავე სამუდამო კონტრაქტი რომ გააფორმოს, ბედნიერი ვიქნები", - თქვა მერსისაიდელთა ყოფილმა კაპიტანმა პრესკონფერენციაზე.