ავტორიზაცია

კანავარო: "დღევანდელი ფასების მიხედვით, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ 100 მილიონი ვეღირებოდი"

კანავარო: "დღევანდელი ფასების მიხედვით, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ 100 მილიონი ვეღირებოდი"
თარიღი 19 ნოე 2021, 16:31

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ ფეხბურთში სატრანსფერო ფასებისა და ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.

"ამჟამად ფეხბურთელები საქმეზე დგანან და იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ადრე. ეს ფეხბურთში არსებულ ფინანსებს უკავშირდება, ახლა ფეხბურთელები არიან მთავარი მოქმედი სახეები".

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ნორმალურ ფეხბურთელს ლეგენდად აქცევს. ჩემი "ოქროს ბურთი" გამორჩეული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ 2006 წლის მუნდიალზე ჩემი ასპარეზობის შედეგი გახლდათ".

"არ ვიცი, რამდენი ვეღირებოდი დღეს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემი ფასი დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი იქნებოდა, ნამდვილად!", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს The Sun.

კანავარო ოქროს ბურთზე: "ნომინანტთა შორის 5 იტალიელია, მაგრამ მესი მოიგებს, დარწმუნებული ვარ"