ავტორიზაცია

ლორისს ზაფხულში ტოტენჰემთან კონტრაქტი ეწურება, კონტემ შემცვლელი უკვე შეარჩია

ლორისს ზაფხულში ტოტენჰემთან კონტრაქტი ეწურება, კონტემ შემცვლელი უკვე შეარჩია
თარიღი 19 ნოე 2021, 16:47

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონისთვის ახალ გოლკიპერს ეძებს, იტყობინება ბრიტანული The Telegraph.

"დეზების" ამჟამინდელ პირველ ნომერს, უგო ლორისს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაშიც კი, ლონდონურ კლუბს ფრანგის კონკურენტის ყიდვა უნდა, ხოლო წასვლის შემთხვევაში - შემცვლელის.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უპირატესობას ინგლისელ მეკარეებს ანიჭებს.

როგორც დასაწყისში დასახელებული გამოცემა წერს, იტალიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე ინგლისის ნაკრებისა და "ევერტონის" კარის დარაჯი, ჯორდან პიკფორდია.

მიმდინარე სეზონში 27 წლის გოლკიპერმა "კანფეტების" მაისურით პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.