ავტორიზაცია

მინგესა კუმანის გაშვებაზე: "გასახდელში ცვლილებები იყო საჭირო, ფეხბურთელები ბედნიერები არ იყვნენ"

მინგესა კუმანის გაშვებაზე: "გასახდელში ცვლილებები იყო საჭირო, ფეხბურთელები ბედნიერები არ იყვნენ"
თარიღი 19 Nov 2021, 17:15

"ბარსელონას" მცველმა, ოსკარ მინგესამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

"გასახდელში ცვლილებები იყო საჭირო. არ სუფევდა ის ატმოსფერო, რომელიც გვჭირდებოდა. ფეხბურთელები ბედნიერები არ იყვნენ. როცა კარგად ხარ და რაღაც არ გამოდის, დეკორაციის შეცვლა აუცილებელია".

"დარწმუნებული ვარ, ხავისთან ერთად ყველაფერი გამოგვივა. ფეხბურთელებს მისი სიტყვების სჯერათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს მინგესას სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, კუმანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის აგვისტოდან ედგა და გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 2021 წლის 28 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

თავის მხრივ, 22 წლის მინგესამ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.