ავტორიზაცია

აგენტი ბაიერნის ხელმძღვანელობას გაზაფხულზე შეხვდება — რა ბედი ეწევა ლევანდოვსკის?

აგენტი ბაიერნის ხელმძღვანელობას გაზაფხულზე შეხვდება — რა ბედი ეწევა ლევანდოვსკის?
თარიღი 19 ნოე 2021, 18:19

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Sport Bild ავრცელებს.

როგორც იწერება, პოლონელის აგენტს, პინი ზაჰავის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად 2022 წლის გაზაფხულზე "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უნდა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა 33 წლის თავდამსხმელს "ბაიერნთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად მიუნხენელთა მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.