ავტორიზაცია

"ამ წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესი რონალდუს სჯობნის", - ოუენმა მიზეზიც განმარტა

"ამ წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესი რონალდუს სჯობნის", - ოუენმა მიზეზიც განმარტა
თარიღი 19 ნოე 2021, 18:26

"ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, 2001 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა, მაიკლ ოუენმა იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ამ წელს ამ ჯილდოს მოგებისთვის იბრძვიან.

"ამ წელს ბევრი პრეტენდენტია. რა თქმა უნდა, მესი და რონალდუ უკვე 10 წელიწადზე მეტია დომინირებენ და ამ ჯილდოს ისაკუთრებენ".

"ვფიქრობ, ამ სეზონში "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მესი რონალდუს სჯობნის. მიზეზი არგენტინის ნაკრების რიგებში მისი მიღწევებია, მან საერთაშორისო დონეზე ტიტული მოიგო", - ციტირებს ოუენის სიტყვებს Euronews.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს 6 "ოქროს ბურთი" აქვს, 36 წლის პორტუგალიელს კი - 5.

საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.