ავტორიზაცია

ლინგარდის გადაბირება 6 კლუბს სურს, მათ შორის ბარსელონასა და მილანს — ESPN

ლინგარდის გადაბირება 6 კლუბს სურს, მათ შორის ბარსელონასა და მილანს — ESPN
თარიღი 19 ნოე 2021, 18:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი, დიდი ალბათობით, მანიკუნიანელთა რიგებს დატოვებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, ინგლისელისადმი ინტერესს "ბარსელონა" და "მილანი" იჩენენ, რომლებსაც მომავალ ზაფხულს მისი ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ.

აგრეთვე, ლინგარდს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც უმიზნებს - "ვესტ ჰემი", სადაც გასულ სეზონში იჯარით იასპარეზა, "ნიუკასლი", "ტოტენჰემი" და "ევერტონი".

თავის მხრივ, 28 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედიდან" წასვლას გეგმავს, რათა ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

ლინგარდს "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და კლუბმა მას იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზა, ვიდრე ახლა გამოიმუშავებს.

აგრეთვე, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ეშმაკუნების" შემტევის აგენტი პოტენციურ მსურველებთან მოლაპარაკებების გასამართად ესპანეთში გაფრინდა.