ავტორიზაცია

კურიოზული შეცდომა, რომელიც მანჩესტერმა ლინგარდის ტრანსფერის მიმართებაში დაუშვა

კურიოზული შეცდომა, რომელიც მანჩესტერმა ლინგარდის ტრანსფერის მიმართებაში დაუშვა
თარიღი 17 ნოე 2021, 23:33

The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ აქტიურად განიხილავს თავისი შემტევი ნახევარცველის, ჯესი ლინგარდის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

"წითელი ეშმაკები" თავიანთი ინგლისელი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ ითხოვენ მიზერულ თანხას, უფრო კონკრეტულად კი სულ რაღაც 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს. 

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "მანკუნიანელებმა" თავიანთი აღზრდილი გამთამაშებელი გასულ სეზონში "ვესტ ჰემ იუნაიტედში" 25 მილიონის სანაცვლოდ არ გაუშვეს.

როგორც ვხედავთ, "მანჩესტერის" მე-14 ნომერზე სატრანსფერო ფასი დაეცა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა მას მსურველებიც არ ჰყავს. ვნახოთ, სად აღმოჩნდება 28-წლის ჰავბეკი.