ავტორიზაცია

იტალიაში 10 ყველაზე გავრცელებულ პაროლს შორის ორი კლუბის სახელწოდება მოხვდა

იტალიაში 10 ყველაზე გავრცელებულ პაროლს შორის ორი კლუბის სახელწოდება მოხვდა
თარიღი 19 ნოე 2021, 19:04

პაროლთა მართვის სერვისმა, NordPass-მა 2021 წლის ყველაზე პოპულარული პაროლები გამოიკვლია, წერს ცნობილი გამოცემა Sportmediaset.

გაანალიზებულ იქნა მონაცემთა 4 ტერაბაიტი 50 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაშიც.

როგორც გაირკვა, იტალიელ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულ პაროლთა შორის ორი კლუბის სახელწოდება მოხვდა: "იუვენტუსი" (Juventus, მე-6 ადგილი) და "ნაპოლი" (Napoli, მე-10 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ყველაზე გავრცელებული პაროლია – 123456. იტალიის ტოპ-10 პაროლის გამოცნობას წამზე ნაკლები სჭირდება.