ავტორიზაცია

კლოპი ლივერპულში საკუთარ მომავალზე: "როცა დრო მოვა, ყველაფერი დასრულდება"

კლოპი ლივერპულში საკუთარ მომავალზე: "როცა დრო მოვა, ყველაფერი დასრულდება"
თარიღი 19 ნოე 2021, 19:52

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მერსისაიდულ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გუშინ, სტივენ ჯერარდმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ასტონ ვილას" დამრიგებლად დაინიშნა, თქვა: "კლოპმა ახლავე სამუდამო კონტრაქტი რომ გააფორმოს, ბედნიერი ვიქნები".

"შუა სეზონში ასეთ რაღაცებზე ფიქრი არ ღირს. მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებულები, რაც ახლა ხდება", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

"უკვე საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე ამაზე, მაგრამ... არცერთ მწვრთნელს არ უსვამენ ამდენ კითხვას ისეთ რაღაცებზე, რომლებთანაც ორწელიწადნახევარი, სამი თუ ოთხი წელი გვაშორებს. ან მე არ ვიცი ამის შესახებ".

"ამაზე არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ. ახლა ყველაფერი მაკმაყოფილებს. ყველაფერი დასრულდება, როცა დრო მოვა, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია", - დასძინა კლოპმა.

შეგახსენებთ, 54 წლის სპეციალისტმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.