ავტორიზაცია

წინსვლა ფიფას რეიტინგში - საქართველოს ნაკრები 7 პოზიციით დაწინაურდა

წინსვლა ფიფას რეიტინგში - საქართველოს ნაკრები 7 პოზიციით დაწინაურდა
თარიღი 19 Nov 2021, 22:30

საერთაშორისო სანაკრებო შესვენების შემდეგ, ფიფამ ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა. საინტერესოა, რომელ ადგილზე არის საქართველოს ნაკრები ამჟამად?

შვედეთისა და უზბეკეთის დამარცხების შემდეგ, "ჯვაროსნები" დაწინაურდნენ შვიდი პოზიციით, 93-ე პოზიციიდან 86-ზე აღზევდნენ. ჩვენს ნაკრებს 1269 ქულა აქვს.

სკანდინავიელები დამარცხებულები იქნენ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, ანაგრიშით 2:0, უზბეკეთი კი ამხანაგურ მატჩში, 1:0.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, პირველ ადგილზე არის კვლავ ბელგია, რომლის შემდეგ მოდიან ბრაზილია და საფრანგეთი. ხუთეულს კი ინგლისი და არგენტინა ხურავენ.