"დამამცირებელი წაგება ქართველებთან", - Daily Mail-ი ინგლისის ნაკრების ბათუმურ მარცხს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 21-წლამდელთა გუნდმა დაამარცხა ინგლისელი თანატოლები, ანგარიშით 3:2. აღნიშნულ ფაქტს Daily Mail-ი გამოეხმაურა.
"ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა საქართველოსთან იწვია დამამცირებელი წაგება, ანგარიშით 2:3. მოწინააღმდეგე იგებდა 3:0-ს, ჩვენი გუნდი კი გაოგნებული დარჩა.
შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე, მოლამ გაიტანა პრესტიჟის გოლი, გეის მიერ შეგდებული ბურთი კი "ლომებისთვის" დაგვიანებული გამოდგა", - წერენ ინგლისელები.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელთა კარში გიორგი გულიაშვილმა შეასრულა დუბლი, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ მესამე გოლიც გაიტანა.
თამაში, რომელიც ატარებდა ამხანაგურ ხასიათს, ბათუმში ჩატარდა. აქვე დავამატებთ, 81-ე წუთამდე, "ჯვაროსნები" ალბიონელებს ანგარიშით 3:0-ს ანადგურებდნენ.