VIDEO: რაულ თუთარაულის მორიგი გამარჯვება - ქართველმა მებრძოლმა ამჯერად ჰერბერტ ბატისტა არ დაინდო
MMA-ის მებრძოლი, რაულ თუთარაული ACA 132-ის ფარგლებში, ჰერბერტ ბატისტას დაუპირისპირდა. ქართველის მოწინააღმდეგეს კარიერაში 15 გამარჯვება და 2 წაგება ჰქონდა და რაულთან ჯახს ზედიზედ მოგებული 10 ბრძოლით შეხვდა, მაგრამ ჩვენებურის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და თუთარაულმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.