ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ხავის დებიუტი ბარსას მწვრთნელის რანგში, ათამაშებული არსენალის გამოცდა ლივერპულთან და ა.შ.

რას ვუყუროთ დღეს? - ხავის დებიუტი ბარსას მწვრთნელის რანგში, ათამაშებული არსენალის გამოცდა ლივერპულთან და ა.შ.
თარიღი 20 ნოე 2021, 10:38

ლა ლიგა

დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იქნება ხავი ერნანდესის დებიუტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში. კატალონიელების მოწინააღმდეგე მეზობელი "ესპანიოლი" იქნება.ამის გარდა, მადრიდის "ატლეტიკო" მიიღებს პამპლონის "ოსასუნას", "სევილია" კი "დეპორტივო ალავესს". ყურადღების ცენტრში მაინც კატალონოიური დუელი იქნება.

პრემიერ ლიგა

საინტერესო შეხვედრები არც ინგლისის ჩემპიონატს აკლია. საოცარ ფორმაში მყოფი "ლივერპული" მიიღებს უკანასკნელ პერიოდში თითქოს ათამაშებულ ლონდონის "არსენალს", "ჩელსი" კი "ლესტერს" ესტუმრება.

სერია ა

ტურინის "იუვენტუსის" მორიგი რთული გამოცდა, ამჯერად სტუმრად რომის "ლაციოსთან". დაუმარცხებელი "მილანი" კი ფლორენციის "ფიორენტინას" ესტუმრება.

ბუნდესლიგა

ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნის" წაბორძიკებას "აუგსბურგთან". "შტუტგარტის" დამარცხების შემთხვევაში, "რეკორდმაისტერთან" სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდება.

16:30 - ლესტერი-ჩელსი

18:00 - ატალანტა-სპეცია

18:30 - დორტმუნდი-შტუტგარტი

19:00 - უოტფორდი-მანჩესტერი

19:15 - სევილია-ალავესი

20:00 - პსჟ-ნანტი

21:00 - ლაციო-იუვენტუსი

21:30 - ლივერპული-არსენალი

21:30 - ატლეტიკო-ოსასუნა

23:45 - ფიორენტინა-მილანი

23:55 - ბარსელონა-ესპანიოლი