ავტორიზაცია

ხავის შემდეგ, ბარსელონაში შესაძლოა კიდევ ერთი ლეგენდა დაბრუნდეს

ხავის შემდეგ, ბარსელონაში შესაძლოა კიდევ ერთი ლეგენდა დაბრუნდეს
თარიღი 19 ნოე 2021, 23:34

"ბარსელონას" ტექნიკურმა მდივანმა, რამონ პლანესმა აღნიშნული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კატალონიური გრანდი 54 წლის ესპანელ ფუნქციონერს წასვლის უფლებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. როგორც ცნობილი გამოცემა Sport.es იტყობინება, პლანესმა წასვლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის დანიშვნის გამო გადაწყვიტა.

ამასთანავე, AS-ის ცნობით, ხავის კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად კარლეს პუიოლის დანიშვნა უნდა, მაგრამ ლეგენდარულ მცველს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და უნდა დაფიქრდეს, რამდენად მზად არის ასეთი საპასუხისმგებლო ფუნქციის შესასრულებლად.

თავის მხრივ, 41 წლის სპეციალისტი "ბარსელონამ" ყატარული "ალ სადიდან" გადაიბირა და 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.