ავტორიზაცია

"ვერ ვიტან სანაკრებო პაუზას", - კლოპმა ლივერპულის ორი წამყვანი ფეხბურთელის დაშავება დაადასტურა

"ვერ ვიტან სანაკრებო პაუზას", - კლოპმა ლივერპულის ორი წამყვანი ფეხბურთელის დაშავება დაადასტურა
თარიღი 20 ნოე 2021, 15:54

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სანაკრებო პაუზის დროს დაშავებულ ჯორდან ჰენდერსონსა და ენდი რობერტსონზე ისაუბრა.

"ვერ ვიტან სანაკრებო პაუზას. თუმცა, ტრავმების მხრივ, ზოგჯერ გვეხმარება. ნაკრებების მწვრთნელებს თავიანთი მიზნები აქვთ და ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ ფეხბურთელთა ფიზიკურ მხარეზე უნდა იმუშაონ".

"ეს პაუზა ჩვენთვის სასარგებლო არ ყოფილა, მერჩივნა "ვესტ ჰემთან" შეხვედრის შემდეგ მთელი კვირა გვეთამაშა".

"ჰენდოსა და რობის გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშიათ. საკმაოდ ახლოს არიან გამოჯანმრთელებასთან. გადაწყვეტილებას მატჩის წინ მივიღებთ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ეგიდით, "ლივერპული" დღეს "არსენალს" უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს.