ავტორიზაცია

სპალეტი: "ვიმედოვნებ, ინტერის გულშემატკივრები არ დამისტვენენ, ამის მიზეზი არ აქვთ"

სპალეტი: "ვიმედოვნებ, ინტერის გულშემატკივრები არ დამისტვენენ, ამის მიზეზი არ აქვთ"
თარიღი 20 ნოე 2021, 15:59

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ს ეგიდით "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

"ნერაძურიმ" სპალეტი 2018 წელს გაათავისუფლა, მისი ადგილი ანტონიო კონტემ დაიკავა, რომელმაც გუნდს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

"ვიმედოვნებ, "ინტერის" გულშემატკივრები არ დამისტვენენ. ამის მიზეზი არ აქვთ. საბოლოო ჯამში, კლუბში რაღაც კარგი გავაკეთე".

"ანტონიო კონტემ ტიტული მოიგო, მაგრამ ამ გუნდში რამდენიმე აგური ჩავდე. იმედი მაქვს, ეს არ დავიწყებიათ", - ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.