"მისი ხასიათი მომწონს, არასოდეს ნებდება", - ვლაჰოვიჩმა თავისი კუმირი დაასახელა

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, ფლორენციელები და მილანელები ერთმანეთს დღეს, სერია ა-ს მე-13 ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან.
"მასში ყველაზე მეტად ხასიათი მომწონს და ის, რომ არასოდეს ნებდება. არასოდეს არავის აძლევდა უფლებას, მისთვის ებრძანებინა".
"როცა "ფიორენტინა" ფლორენციაში "მილანთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა, ვისარგებლე და მაისური ვთხოვე, რადგან ალბათ, ძალიან გაბრაზებული არ იყო".
"მაისურზე ხელი მომიწერა, ფოტოც გადავიღეთ. მითხრა, რომ ასე გამეგრძელებინა და არასოდეს დავნებებულიყავი. კარგად ვერ ვლაპარაკობ, როცა კუმირს ვხვდები", - ციტირებს ვლაჰოვიჩის სიტყვებს Football Italia.