ავტორიზაცია

კანავარომ განმარტა, თუ რატომ აყენებს კიელინის წამყვან ინგლისელ მცველებზე მაღლა

კანავარომ განმარტა, თუ რატომ აყენებს კიელინის წამყვან ინგლისელ მცველებზე მაღლა
თარიღი 20 ნოე 2021, 16:43

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო ფიქრობს, რომ "იუვენტუსის" მცველი, ჯორჯო კიელინი წამყვან ინგლისელ უკანახაზელებზე მაღლა დგას.

"სტოუნსმა და მაგუაირმა ბოლო წლებში თავი საინტერესოდ წარმოაჩინეს. ორივე მათგანს შეუძლია დაცვა, ფეხბურთის თამაში, არავისი არ ეშინიათ".

"კარგები არიან, როგორც ინდივიდუალურად, ისევე მთელ დაცვის ხაზთან ერთად. "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლიათ მათ დაეყრდნონ. საუკეთესო ინგლისელი მცველები არიან, უდავოდ".

"როცა საქმე კარგად არ მიდის, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და არ ეშინიათ იმისი, რომ რაღაც ახალი გამოცადონ".

"და მაინც, კიელინი განსახიერებაა იტალიელი მცველის სულისკვეთების, კონცენტრაციის დონის, რომელიც რთულ მომენტში თავდამსხმელის შესაჩერებლადაა საჭირო".

"სტოუნსი და მაგუაირი სრულიად განსხვავებულ სტილში თამაშობენ. ზოგჯერ მათ არ აქვთ უნარი იყვნენ უსიამოვნო მეტოქეთათვის, კიელინის კი ეს აქვს", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს The Sun.