ავტორიზაცია

VIDEO: "პედიკი", - ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნებულ ბეილს რეალის ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

თარიღი 20 ნოე 2021, 16:52

უელსის ნაკრების განკარგულებიდან დაბრუნების შემდეგ, "რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი მადრიდელი გულშემატკივრების უკმაყოფილებას წააწყდა.

პარასკევს, როცა გარეტი ვალდებებასში "სამეფო კლუბის" ბაზას ტოვებდა, ზოგიერთმა ფანმა მას შეურაცხმყოფელი სიტყვა მიაძახა - maricón ("პედიკი"), რაც El Golazo de GOL-ის ეთერში მოხვდა.

32 წლის გარემარბმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ესტონეთთან (0:0) და ბელარუსთან (5:1) გამართულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ნაკრებში ყოფნისას მორიგი ტრავმა მიიღო და 2-3 კვირას იუქმებს. "რეალის" რიგებში მას აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში გარეტმა მადრიდული გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 3 შეხვედრაში ითამაშა და თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.