ავტორიზაცია

პერესი: "რეალი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი კლუბია, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა"

პერესი: "რეალი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი კლუბია, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა"
თარიღი 20 ნოე 2021, 17:12

"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მადრიდული კლუბის სოსიოსის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"რეალისა" და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტს განვიცდით. ამ დროს მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ ახალ მანდატს, ვაცნობიერებ, რომ წინ დიდი გამოწვევებია. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მისი შედეგები დამანგრეველი იყო და ასე გრძელდება".

"კლუბის წევრთა ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა, რომელმაც საშუალება მოგვცა გვქონდეს მყარი ინსტიტუციური სტაბილურობა, რამაც მიგვიყვანა, იქამდე ვინც ვართ: "რეალი" მსოფლიოში ყველაზე საყვარელი კლუბია", - ციტირებს პერესის სიტყვებს "რეალის" ოფიციალური საიტი.