ავტორიზაცია

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა", - ტუხელმა ჩელსიში ზიეჩის მომავალს ფარდა ახადა

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა", - ტუხელმა ჩელსიში ზიეჩის მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 20 ნოე 2021, 17:56

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ჰაკიმ ზიეჩის შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ჰაკიმი წინასასეზონო შეკრებაზე ბრწყინვალე გახლდათ. ტრავმა ჰქონდა, რამაც ცოტა უკან დახია. ბოლო მატჩებში ნაბიჯი წინ გადადგა, გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა".

"ამჟამად კლუბში არავინ ფიქრობს ზამთარში მის გაყიდვაზე ან იჯარით გაშვებაზე არავისთან განმიხილავს ეს, ასე რომ ჰაკიმის შესაძლო წასვლაზე არსებული საუბრები პრესის მიერ მოგონილი ჭორებია".

"ზიეჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელა, ნიჭიერია და ამბიციური, გუნდის ნაწილია. მაგრამ დიდი კონკურენცია გვაქვს, ვერ ვპოულობ იმის შესაძლებლობას, რომ ყველამ 90 წუთი ითამაშოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.com.

2021/22 წლების სეზონში 28 წლის მაროკოელმა "არისტოკრატთა" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეტა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზიეჩისადმი ინტერესს "დორტმუნდი" და კატალონიის "ბარსელონა" იჩენენ.