ავტორიზაცია

"ტოტენჰემის პრეზიდენტმა პირველად ივნისში დამირეკა, მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი", - კონტემ მიზეზიც ახსნა

"ტოტენჰემის პრეზიდენტმა პირველად ივნისში დამირეკა, მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი", - კონტემ მიზეზიც ახსნა
თარიღი 20 ნოე 2021, 18:03

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დათანხმდა ლონდონური კლუბის ჩაბარებას.

"დენიელ ლევიმ პირველად ივნისში დამირეკა, უარი ვუთხარი, რადგან მზად არ ვიყავი", - ციტირებს 52 წლის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს La Gazzette dello Sport.

"თუმცა, როცა ლევი რამდენიმე კვირის წინ კვლავ დამიკავშირდა, დამარწმუნა და დამიმტკიცა, რომ ჩემი ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად სურდა. მის ახალ პროექტში "ხედვა" ვიგრძენი - ჩემთვის საკვანძო მომენტი", - დასძინა "დეზების" დამრიგებელმა.

კონტემ "ტოტენჰემი" 2021 წლის 2 ნოემბერს ჩაიბარა, ლონდონელთა თავკაცის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გათავისუფლების შემდეგ.

ამ დროისთვის, "დეზები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ.