"იკარდიმ ნარას 2018 წელსაც უღალატა, საპირფარეშოში", - არგენტინული გადაცემის ჟურნალისტი
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "პსჟ"-ს თავდამსხმელი, მაურო იკარდი თავის ცოლს, ვანდა ნარას ღალატობს, იუწყება Corrierre dello Sport არგენტინულ გადაცემა Intrusos-ზე დაყრდნობით.
პროგრამის ეთერში ჟურნალისტმა, როდრიგო ლიუსიჩმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ინტიმური კონტაქტი სხვა ქალთან 2018 წელს ჰქონდა, როცა წყვილი იბიცაზე ისვენებდა.
ჟურნალისტის თქმით, როდესაც ისინი ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდნენ და შოუს უყურებდნენ, იკარდის ყურადღება კლუბში მომუშავე გოგონამ მიიპყრო, ერთმანეთში მზერა გაცვალეს.
წყაროს მტკიცებით, მაურო საპირფარეშოში შევიდა, სადაც უცნობ ადამიანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგადაც რიგრიგობით გამოვიდნენ, რათა ყურადღება არ მიექციათ.
აქამდე, ნარამ ფეხბურთელი არგენტინელ მსახიობთან, მომღერალთან და მოდელთან, ჩინა სუარესთან რომანში გამოიჭირა. იგი განქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, წყვილი შერიგდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანდამ გადაიფიქრა და ქმარს მაინც შორდებოდა. ამ დროისთვის, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
მედიის ცნობით, ქორწინების გადასარჩენად, იკარდიმ ვანდა ნარას გადასცა. ამის გარდა, პარიზელთა ცხრიანის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად არგენტინელი ქალბატონის სახელზე გადავიდა.
საუბარია ქალაქ მილანში არსებული სახლისა და კომოში ტბასთან მდებარე უძრავი ქონების შესახებ. ამ ყველაფერთან ერთად, 28 წლის შემტევის ყველა კონტრაქტი 2050 წლამდე სწორედ ცოლის სახელზე იქნება გაფორმებული.