ვინ არის მანჩესტერის მწვრთნელად დანიშვნის ფავორიტი სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ?
მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის მე-12 ტურში სტუმრად "უოტფორდთან" 1:4 განადგურების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვა.
როგორც ბრიტანული The Times იტყობინება, "ეშმაკუნების" ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის იმედი აქვს.
ასე და ამგვარად, გლეიზერების ოჯახმა, რომელიც კლუბს ფლობს, მენეჯერებს ფრანგი სპეციალისტის მოსაზიდად მუშაობის გაძლიერება დაავალა.
იმისათვის, რათა ზიდანი გუნდის ჩაბარებაში დაარწმუნონ, "ემიუს" ბოსები შეთავაზების გაუმჯობესებას აპირებენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტს მუშაობის სეზონის შუაში განახლებას ზაფხულამდე დასვენება ურჩევნია.